2021 წელს გარდაცვლილები

39 წლის ასაკში ბენდ GIRLS ALOUD-ის წევრი სარა ჰარდინგი გარდაიცვალა

The Guardian

39 წლის ასაკში ინგლისელი მომღერალი, მოდელი და მსახიობი, პოპ ბენდ Girls Aloud-ის წევრი სარა ჰარდინგი ძუძუს კიბოთი გარდაიცვალა.

ჰარდინგი მცირე ასაკიდან მღეროდა. 2002 წელს მონაწილეობა მიიღო სატელევზიო მუსიკალურ კონკურსში Popstars: The Rivals. შოუს მიზანი ახალი გერლ ბენდის ჩამოყალიბება იყო. ასე შეიქმნა Girls Aloud, ბრიტანულ სცენაზე პოპ ბენდი ჰიტით Sound of The Underground შეიჭრა. Girld Aloud-მა ხუთ სტუდიური ალბომი გამოუშვა და 2009 წელს დაიშალა.

2006 წელს ჰარდინგი საცვლების ბრენდის Ultimo-ს მოდელი გახდა. გადაღებულია რამდენიმე ფილმში, ირლანდიურ Voice-ში იყო ერთ-ერთ კონკურსანტის მენტორი, სხვადასხვა მუსიკალური სატელევიზიო პროგრამების წამყვანი და ჟიურის წევრი.

2020 წლის 26 აგვისტოს ჰარდინგმა დაადასტურა რომ ძუძუს სიმსივნე აქვს, რომელიც სხეულის სხვა ნაწილებშიც არის გავრცელებული. მარტში მუსიკოსმა განაცხადა, რომ დაავადება მკურნალობას არ ექვემდებარება. 

კომენტარები