ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2021

მელია: 29 დღე დარჩა ამ ქვეყნის განვითარების გზაზე უდიდესი ნაბიჯის გადასადგმელად

29 დღე დარჩა ამ ქვეყნის განვითარების გზაზე უდიდესი ნაბიჯის გადასადგმელად, ანუ გამარჯვებამდე. 29 დღე დარჩა უტიფრობის დასრულებამდე, რომლის ნიაღვარიც მომდინარეობს ოლიგარქის რეჟიმის მხრიდან. 29 დღე დარჩა, რომ შანსი გავუჩინოთ საქართველოს მოქალაქეს, რომ ამ ქვეყანაში, სანამ ცოცხლები ვართ, ჩვენი შვილებისა და შვილიშვილებისთვის განვითარებული სახელმწიფოს საფუძვლები შევქმნათ და დავაშენოთ და დავაშენოთ ის, რაც ჩვენი წინაპრებისა და თანამედროვე ქართველების სურვილია.

ეს ყველაფერი შესაძლებელი არათუ არის, არამედ რეალობაა, უბრალოდ, ამას სჭირდება რწმენა იმისა, რომ ამ ქვეყანაში ამ ქვეყნის მომავალს განსაზღვრავს მხოლოდ და მხოლოდ ხალხი და ვერცერთი მილიარდერი, რამდენი მილიარდიც არ უნდა ჰქონდეს, რამდენად აბუჩადაც არ უნდა იგდებდეს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ღარიბდება და ღარიბდება იმის ფონზე, რომ ის მდიდრდება, ჩვენზე ქართველ ხალხზეა დამოკიდებული და მეტი არავისზე. ჩვენს აქტივობაზეა დამოკიდებული და მეტი არაფერზე. 

მშვიდად, მტკიცედ ურყევად, როგორც ერთი მუშტი ისეთი უნდა შევიკრათ განსხვავებული ადამიანები, დიახაც! ამაში არაფერი ცუდი არაა. აქაც დღეს ჩვენ განსხვავებული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ვდგვართ, განსხვავებული ოპოზიციური პარტიების მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენა იქნება აქ, მაგრამ გაერთიანებულები ვართ ერთი საერთო მიზნის გარშემო.

ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ოპოზიციური პარტიების საერთო თბილისის მერობის კანდიდატი, ნიკა მელია. 

კომენტარები