Rick and Morty

ახალ პრომოში რიკი და მორტი მსახიობებმა განასახიერეს

Deadline

რიკის და მორტის მეხუთე სეზონის ფინალის წინ, სატელევიზიო არხმა, Adult Swim პრომო ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ანიმაციური გმირები მსახიობებმა განასახიერეს.

ვიდეოს მიხედვით თავგადასავლების მაძიებელი ბაბუა და შვილიშვილი "რეალურ" სამყაროში მოხვდნენ. ამ ეტაპზე უცნობია, კიდევ გამოჩნდებიან თუ არა მსახიობები ახალ ეპიზოდში. 

რიკს კრისტოფერ ლოიდი ასახიერებს. სერიალის ავტორების თქმით რიკის პროტოტიპი ემეტ "დოკ" ბრაუნია - ლოიდის პერსონაჟი ფილმიდან უკან მომავალში. მორტი კი იმავე ფილმის კიდევ ერთი გმირით, მარტი მაკფლაით არის ინსპირირებული. ვიდეოში შვილიშვილის როლს იგის ვარსკვლავი ჯეიდენ მარტელი ასრულებს.

ლოიდმა პროექტში მონაწილეობის სურვილი ჯერ კიდევ 2018 წელს გამოთქვა:

"ყველა ეპიზოდი არ მაქვს ნანახი, უბრალოდ ვიცი, რომ გმირების პროტოტიპები დოკი და მარტი არიან".

Rick and Morty-ს მეხუთე სეზონის დასკვნითი ეპიზოდი 5 სექტემბერს გამოვა.

კომენტარები