Rick and Morty

RICK AND MORTY-ს მეხუთე სეზონის ტრეილერი გამოვიდა

სატელევიზიო არხმა Adult Swim-მა ანიმაციური სერიალის Rick and Morty-ს ახალი, მეხუთე სეზონის პირველი ტრეილერი გამოაქვეყნა.

ტრეილერში ნაცნობი გმირების გარდა რამდენიმე ახალი პერსონაჟი გამოჩნდა, მათ შორის არიან აკვამენის მსგავსი წყლის მბრძანებელი, ძაღლი მომავლიდან და მრავალი სხვა უცნაური არსება. 

Rick and Morty ჯასტინ როილანდისა და დენ ჰარმონის მიერ შექმნილი R-რეიტინგიანი, ანიმაციური სიტკომია, რომლის პირველი სეზონი 2013 წელს გამოვიდა. შემქმნელების თქმით, სერიალს მეექვსე სეზონიც ექნება.

რიკის და მორტის ახალი სეზონი მიმდინარე წლის 20 ივნისს გამოვა.

კომენტარები