გლდანის ციხე

გლდანის ციხეში პატიმარმა ელემენტები, რკინა, მაგნიტი და შუშის ნამსხვრევები გადაყლაპა

გლდანის ციხე
facebook.com/moc.gov.ge

გლდანის ციხეში პატიმარმა ელემენტები, რკინა, მაგნიტი და შუშის ნატეხები გადაყლაპა. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს. მსჯავრდებული მთავარ არხს თავად დაუკავშირდა. სატელეფონო საუბარში პატიმარი განმარტავს, რომ იგი ციხის ადმინისტრაციისგან უშედეგოდ ითხოვს გადაიყვანონ კლინიკაში და ჩაუტარდეს შესაბამისი დახმარება.

"გადაყლაპული მაქ 2 ცალი ელემენტი, 4 ცალი რკინა, 4 ცალი მაგნიტი, შუშის ნატეხები. ოპერაციას ვითხოვ, ყურადღებას, ვითხოვ, დაკვირვების ქვეშ დამტოვონ ვივამედში, კლინიკაში, ვითხოვ გადამიყვანონ კლინიკაში". – ამბობს მთავარ არხთან სატელეფონო საუბრისას პატიმარი.

 ტაბულას პენიტენციურ სამსახურში მომხდართან დაკავშირებით უთხრეს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა პერსონალურ ინფორმაციას წარმოადგენს და მსჯავრდებულის წერილობითი ნებართვის გარეშე ინფორმაციას ვერ გასცემენ, – "მე-18 პენიტენციური დაწესებულება ისედაც სამკურნალო დაწესებულებაა". – ამბობენ უწყებაში.

კომენტარები