კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე საარჩევნო ბანერებზე: ჩემზე რომ იყოს, ყველას მივაწერდი – ერთად წავიდეთ, ავიცრათ

მე ბევრჯერ დავსვი ეს საკითხი და ბერვჯერ მოვუწოდე პოლიტიკოსებს, რომ წინასაარჩევნო კამპანიაში, როგორც მმართველი, ისე ოპოზიციური პარტიების პოლიტიკოსებს, ჩემგან ბევრჯერ ისმის და დღესაც გავიმეორებ, რომ დღეს წინასაარჩევნო კამპანიაში ამ ერთი თვის განმავლობაში, მთავარი სლოგანი შინაარსობრივად იყოს ის, რომ ყველა უნდა ავიცრათ, რომ აცრა გადაარჩენს ათასობით ადამიანის სიცოცხლეს და აცრაზე გადის ქვეყნის განვითარების მთავარი გზა, ეკონომიკური განვითარების, ჩვენი თავისუფლების და დღეს აცრა არის ყველაზე მთავარი პრიორიტეტი ქვეყანაში. ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, ყველა ადამიანის ბანერს, რომელიც დღეს გამოკრულია, მივაწერდი, რომ ერთად წავიდეთ და ავიცრათ. ამავე დროს, ყველა იმ ადამიანს, რომელიც ბანერზეა გამოხატული, ვთხოვდი, რომ აცრის სურათი ერთ-ერთ ბანერზე დადონ და ხალხს აჩვენონ, რომ აიცრნენ და დღეს ყველაზე მთავარი გახლავთ აცრა ქვეყანაში.

ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცნეტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მედია ვებინარზე ისაუბრა.

კომენტარები