კორონავირუსი საქართველოში

გაბუნია: უდიდესი ნაწილი ჰოსპიტალში მოხვედრილი პირების და ასევე გარდაცვლილების – აუცრელია

NCDC-ის და ჯანდაცვის სამინისტროს აქვს ძალიან დეტალური სტატისტიკა ჰოსპიტალიზირებული შემთხვევების, მათ შორის, რამდენი იყო ვაქცინირებული, არავაქცინირებული. უდიდესი ნაწილი ჰოსპიტალში მოხვედრილი ინფიცირებული პირების არის არავაქცინირებული. მათ ვაქცინაცია არ ჩატარებიათ არც ერთი და არც ორი დოზით და ასევე, გარდაცვალების უდიდესი ნაწილიც არის არავაქცინირებულ პირებში. რაც შეეხება ასაკობრივ სტრუქტურას, ჩვენ განსხვავებას გასულ ტალღებთან მიმართებაში, ამჟამად მიმდინარე ტალღის პერიოდში, ასაკობრივ სტრუქტურაში ვერ ვხედავთ – ისევ დომინანტური რჩება გარდაცვალების შემთხვევები მაღალ ასაკობრივ ჯგუფში, 70 წელს ზემოთ ასაკში. სხვა ასაკობრივ ჯგუფებში ერთეულია, საბედნიეროდ, გარდაცვალების შემთხვევები.

ამბობს ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, თამარ გაბუნიამ ქვეყანაში არსებულ მძიმე ეპიდვითარებაზე საუბრისას.

კომენტარები