ახალი კორონავირუსი

იტალიის პრემიერმინისტრი COVID-19-ზე სავალდებულო ვაქცინაციას ემხრობა

POLITICO

იტალიის პრემიერმინისტრი მარიო დრაგი მოსახლეობისთვის კორონავირუსის წინააღმდეგ სავალდებულო ვაქცინაციას ემხრობა.

იტალიის მთავრობამ ვაქცინაცია უკვე სავალდებულო გახადა სამედიცინო პერსონალისთვის, უნივერსიტეტებისა და სკოლების თანამშრომლებისთვის, თუმცა უკანასკნელი დღეების მანძილზე, რამდენიმე მინისტრმა მოითხოვა, რომ მოთხოვნა გავრცელდეს საზოგადოების უფრო ფართო ნაწილზეც, იმ შემთხვევაში, თუ თვის ბოლოს ვაქცინირებულთა პროცენტული მაჩვენებელი 80% არ იქნება. იტალიაში, 12 წელს გადაცილებული ადამიანების დაახლოებით 70% არის ერთი დოზით მაინც, ხოლო 63% სრულად ვაქცინირებული.

პრემიერმინისტრმა დრაგიმ თქვა, რომ ის და ჯანმრთელობის მინისტრი რობერტო სპერანზა განიხილავდნენ სავალდებულო ვაქცინაციის მოთხოვნის გაფართოებას, თუმცა დაამატა, რომ დეტალები მთავრობის შემდეგი ნაბიჯების შესახებ მმართველ კოალიციაში მყოფ სხვა პარტიებთან შეხვედრის შემდეგ გახდებოდა ცნობილი.

პრემიერმინისტრმა დაამატა, რომ მას მაინც აქვს იმის იმედი, რომ სექტემბრის ბოლოს ვაქცინაცია დასახულ მიზნამდე, 80%-მდე ავა და მოუწოდა ხალხს, რომ აიცრან.

"მე მინდა გავიმეორო ჩემი მოწოდება ვაქცინაციისკენ. ეს არის საკუთარ თავზე ზრუნვის, სხვის მიმართ სოლიდარობის და საკუთარი ოჯახის დაცვისკენ მიმართული აქტი". – თქვა იტალიის პრემიერმინისტრმა

კომენტარები