პოლიტიკური კრიზისი

დეკანოიძე: ხელისუფლებამ ევრო-ატლანტიკური კურსი უარყო, ეს პუტინთან კეკლუცობა და ცეკვაა

დიდი ხანია, მაგრამ ახლა უკვე ღარიბაშვილი და საქართველოს ხელისუფლება თვითონ აკეთებს ამ დეკლარირებას, რომ საქართველომ მკვეთრად გადაუხვია ევრო-ატლანტიკური კურსიდან. მე მახსენდება 2013 წლის ნოემბერი, როდესაც მაშინდელმა უკრაინის პრემიერმინისტრმა, აზაროვმა, ევროკავშირის დახმარებაზე უარი თქვა, იანუკოვიჩის დავალებით და შემდეგ უკვე ასოცირების ხელშეკრულებაზე და შეთანხმებაზე. 

საქართველოში ხელისუფლებამ პრაქტიკულად უარყო ევრო-ატლანტიკური კურსი. უმძიმესი, სახიფათო თამაშია, რითაც აუცილებლად ისარგებლებს პუტინი და ზუსტად პუტინთან კეკლუცობა და ცეკვაა ეს, რაც გულისხმობს იმას, რომ საქართველო ბრუნდება რუსულ ორბიტაზე. 

ენმ-ის წევრი, ხატია დეკანოიძე მთავარ არხთან საუბარში ეხმაურება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, უარი ეთქვათ ევროკავშირის მაკროფინანსურ დახმარებაზე. ევროკავშირმა განაცხადა, რომ საქართველომ ვერ შეძლო საკმარისად შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობა.

კომენტარები