პოლიტიკური კრიზისი

კუბილიუსი: მთავრობას ესმის, რომ ევროკავშირის დახმარებას ძალიან ნათელი პირობები მოჰყვება

მთავრობამ და მმართველმა პარტიამ განაცხადეს, რომ აღარ სჭირდებათ ევროკავშირის ფინანსური დახმარება, რომელიც მცირე ნამდვილად არ არის – 75 მილიონი ევრო. ვფიქრობ, რომ ეს ნამდვილად საჭიროა საქართველოს მოსახლეობისთვის, მაგრამ რატომ თქვა მთავრობამ უარი? ეს იმიტომ არ მომხდარა, რომ საქართველოს ეს თანხები არ ესაჭიროებოდა, უბრალოდ, მთავრობას ესმის, რომ თანხას, რომელსაც ევროკავშირი სთავაზობს ძალიან ნათლად გაწერილი პირობები მოჰყვება. 

პირველი ეს არის შარლ მიშელის შეთანხმების შესრულება, პირობები ასევე მიბმულია სასამართლო სისტემის რეფორმასთან, მოსამართლეების დანიშვნასთან, რომელიც უნდა განხორციელდეს ევროპული სტანდარტების შესაბამისად და კავშირშია სხვა ვალდებულებებთანაც, მათ შორის გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებასთან. ასეთი გადაწყვეტილებით ნათლად განაცხადა მთავრობამ, რომ მზად არ არის შეასრულოს ეს პირობები, რომ მზად არ არის გამჭვირვალე, სამართლის უზენაესობის სისტემის შემოსატანად, თუ ეს პირობები არ შესრულდება, საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის წევრი. ასეთი ნათელია სიტუაცია [ფორმულას თარგმანი].

ასე ეხმაურება ფორმულასთან საუბარში ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, უარი ეთქვათ ევროკავშირის მაკროფინანსურ დახმარებაზე.  ევროკავშირმა განაცხადა, რომ საქართველომ ვერ შეძლო საკმარისად შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობა.

კომენტარები