ვაქცინაცია

გაბუნია: Pfizer-ის ვაქცინა ორსულებისთვის არის უსაფრთხო, დროს ნუ დაკარგავთ – აიცერით

ჩვილებში ინფექციის პრევენციის საუკეთესო საშუალება არის დედის ვაქცინაცია, ანუ ორსულის ვაქცინაცია და კიდევ ერთხელ მინდა ორსულების ვაქცინაციის მნიშვნელობაზე გავაკეთო აქცენტი – დღეს საკმარისი მზაობა არსებობს და საკმარისი მეცნიერული მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ ფაიზერის ვაქცინა ორსულებში არის უსაფრთხო და ამდენად, დროს ნუ დაკარგავენ ორსულები და რაც შეიძლება სწრაფად აიცრან. ასევე, ოჯახის წევრების ვაქცინაცია არის ერთ-ერთი გამოსავალი ახალშობილებში და ჩვილ ბავშვებში და ზოგადად ბავშვებში ინფექციის პრევენციის.

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, თამარ გაბუნია საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ. 

კომენტარები