ნაციონალური მოძრაობა

COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის

სოფო ჯაფარიძე
კადრი ვიდეოდან/მთავარი არხი

ნაციონალური მოძრაობა, ეპიდვითარების გამო, ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის. პარტიის წევრის, სოფო ჯაფარიძის თქმით, მსუბუქი და ნაკლებად მძიმე დანაშაულებისთვის მსჯავრდადებული პირები დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ.

"ციხეებში არის კოვიდაფეთქება და ჩვენი მოქალაქეები არიან ძალიან მძიმე მდგომარეობაში. გამოვდივარ ფართო ამნისტიის ინიციატივით, რაც ითვალისწინებს მსუბუქ ნაკლებად მძიმე დანაშაულებებში მსჯავრდებული ადამიანების მყისიერ გათავისუფლებას. ჩვენ ვართ ომში, სადაც დღეს დადგა დრო, რომ მათთვის, ამ ადამიანებისთვის ციხის კარი უნდა გავაღოთ და ამით შევამსუბუქოთ მდგომარეობა, განვტვირთოთ საპატიმროები და გადავარჩინოთ თითოეული მათგანის სიცოცხლე". – ამბობს ჯაფარიძე. 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, პატიმრების 66% ერთხელ აცრილია, ხოლო ორჯერ 55%-ზე მეტი. მისივე თქმით, პენიტენციურ დაწესებულებებში ეპიდსიტუაცია არის სრულად კონტროლირებადი. 

კომენტარები