2021 წელს გარდაცვლილები

91 წლის ასაკში UP-ის მსახიობი ედ ესნერი გარდაიცვალა

BBC

91 წლის ასაკში ამერიკელი მსახიობი, ედ ესნერი გარდაიცვალა. ინფორმაციას ესნერის ოჯახის წევრები ავრცელებენ.

ესნერის კარიერა 50-იან წლებში დაიწყო. ასრულებდა მეორე ხარისხოვან როლებს, თამაშობდა თეატრში. ნამდვილი პოპულარობა 70-იანი წლების სატელევიზიო შოუმ Mary Tyler Moore Show მოუტანა. 1977-1982 წლებში სერიალის სპინოფი Lou Grant გამოვიდა, რომლის მთავარი გმირი ესნერის პერსონაჟი ლუ გრანტია. გარდა ამისა, აქტიურად იღებდა მონაწილეობას ანიმაციური ფილმების გახმოვანებაში, მისი ყველაზე ცნობილი როლია, ქვრივი პენსიონერი კარლ ფრედრიკსენი 2009 წლის ოსკაროსანი ანიმაციიდან Up. 

ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში მოპოვებული აქვს 5 ოქროს გლობუსი, ემის ოთხი ნომინაცია და კინომსახიობთა გილდიის საპატიო ჯილდო.

კომენტარები