სტიქია

აშშ-ს ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე ძლიერმა ქარიშხალმა ლუიზიანის სანაპირომდე მიაღწია

კვირას, 29 აგვისტოს, სამხრეთ ლუიზიანის შტატში 230 000-ზე მეტი მომხმარებელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, მას შემდეგ, რაც "ძალიან საშიშმა" ქარიშხალმა იდამ, რომელიც მე-4 კატეგორიით შეფასდა, ფორჩონის პორტამდე მიაღწია. ეს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქარიშხალია ამერიკის ისტორიაში

ქარიშხალმა იდამ მნიშვნელოვანი საფრთხე შეუქმნა ლუიზიანას: უამრავი მომხმარებელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, ამას ასევე მოჰყვა ძლიერი ქარიშხალი, უხვი ნალექი, წყალდიდობა.

ნიუ-ორლეანში საშიში ქარიშხლის გამო გადაუდებელი დახმარების სამსახურმა მუშაობა შეწყვიტა.

ლუიზიანის ელექტროენერგიის ერთ-ერთი მიმწოდებლის თქმით, მოქალაქეები ელექტროენერგიის გარეშე შეიძლება ქარიშხლის დასრულების შემდეგაც კვირების განმავლობაში დარჩნენ.

 

კომენტარები