კორონავირუსი საქართველოში

ჩხაიძე: აგვისტოს ბოლო და სექტემბრის I კვირა იქნება სიკვდილობის მხრივ ყველაზე მძიმე

თუ გადავხედავთ სტატისტიკას, 17 აგვისტოს იყო ქვეყანაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, 6 208 ინფიცირებული, სწორედ ეს კვირა იყო ყველაზე მაღალი მაჩვენებელი და ამის შემდეგ, თუ დღევანდელ მდგომარეობას შევადარებთ, პრაქტიკულად ყოველდღიურად მცირდება ინფიცირებულთა რაოდენობა. არა ისე მკვეთრად, როგორც ჩვენ გვინდა, არ უნდა მოგვატყუოს დღევანდელმა 2 600-მა ინფიცირებულმა, ეს არ არის რეალური მაჩვენებელი, დადებითობის პროცენტს თუ შევხედავთ, პროცენტი იგივეა, 10%-ის ფარგლებში, ერთადერთი პოზიტიური რაც არის, უნდა ჩავთვალოთ, რომ მეოთხე ტალღის პიკი იყო სწორედ 17 აგვისტოს, ამის შემდეგ, თანდათან, ინფიცირებულების რაოდენობა მცირდება, რაც ყველაზე მთავარია, აქტიური შემთხვევების რაოდენობაა შემცირებული - 61 000-დან ჩამოვედით 53 000-მდე, მაგრამ ძირითადი ჩვენი სატკივარი, რა თქმა უნდა, არის გარდაცვალება. 

თუ შევადარებთ იმ მაჩვენებელს, რომელიც დღეს გვაქვს, ჩვენ ამის შესახებ ვლაპარაკობდით მაშინ, როდესაც შევაფასეთ 17 აგვისტოს კვირა როგორც ყველაზე მაღალი მაჩვენებლის მქონე, როგორც წესი, კოვიდ-ინფიცირებულობის ეპიდემიოლოგიური, კლინიკური მიმდინარეობიდან გამომდინარე, ორი-სამი კვირის შემდეგ უწევს ინფიცირებულობის პიკს გარდაცვალების პიკი, ამიტომ, აგვისტოს ბოლო კვირა და სექტემბრის პირველი კვირა იქნება საქართველოში ამ მხრივ ყველაზე მძიმე, სწორედ ამ პერიოდში ველოდებით ჩვენ მაღალ მაჩვენებელს 

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი, პროფესორი ივანე ჩხაიძე TV პირველის ეთერში.

კომენტარები