არჩევნები 2021

ტიკარაძე არჩევნებზე: ამ პერიოდისთვის კლებას ველოდებით, ქორწილები უფრო დიდი საფრთხეა

ჩვენ ვთვლით, რომ გაცილებით დიდი საფრთხის შემცველი არის ქორწილები და ქელეხები, რომელიც იმართებოდა და გარკვეული შეხვედრები, რომლებიც ფარულად იმართება. სწორედ ამ პროცესში ხდება ინფექციის განსაკუთრებულად გავრცელება. 

რაც შეეხება არჩევნებს, ჩვენ ცესკოსთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ უფრო დეტალური გავხადოთ ის პროცესი და დაცვის მექანიზმები, რომელიც უსაფრთხოს გახდის არჩევნებს. ჩვენ იმ პერიოდისთვის ველოდებით ეპიდემიოლოგიურად კლებას და მნიშvნელოვანია, რომ ცესკომ და ყველა პარტიამ გაითვალისწინონ მიწოდებული ყველა რეკომენდაცია, ამ შემთხვევაში, არჩევნები უსაფრთხო იქნება.

ამბობს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე. სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ოპოზიციური პარტიებსა და ქართულ ოცნებას მოუწოდა, გაუარესებული ეპიდსიტუაციის გამო არჩევნების გადადებაზე იმსჯელონ. საპასუხოდ, ირაკლი კობახიძემ მის სიტყვებს "ანომალია" უწოდა

კომენტარები