კორონავირუსი საქართველოში

პანდემიის პერიოდში, 2020 წელს, საქართველოში სასტუმროების რაოდენობა 37%-ით შემცირდა

cogwheelmarketing

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, 2020 წელს საქართველოში ფუნქციონირებდა სასტუმროს მომსახურებით დაკავებული 1 010 ეკონომიკური სუბიექტი, რომლებიც ფლობდნენ 1 054 სასტუმროსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებას (ადგილობრივი ერთეულებისა და ფილიალების ჩათვლით).

პანდემიის ეფექტისა და შეზღუდვების დაწესების შედეგად, ეს მაჩვენებელი 2019 წლის ანალოგიურ მონაცემთან შედარებით 37.3%-ითაა შემცირებული.

საქსტატის ცნობით, 2020 წელს საქართველოს სასტუმროები და სასტუმროს ტიპის დაწესებულებები 1 344.7 ათას სტუმარს მოემსახურა, რაც 66.5%-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

სტუმართა 30.6%-ს უცხოელები წარმოადგენდნენ, მათგან 16% რუსეთის ფედერაციის მოქალაქე იყო, რაც 2019 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 87.6%-ით ნაკლებია.

ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსულ სტუმართა უმეტესობას გერმანიის (უცხოელი სტუმრების 3.1%) მოქალაქეები შეადგენდნენ, ხოლო სხვა ქვეყნებიდან შემოსულ სტუმართა უდიდესი წილი უკრაინისა (უცხოელი სტუმრების 10.3%) და ისრაელის (უცხოელი სტუმრების 9.7%) მოქალაქეებს ეკავათ.

წყარო: საქსტატი

 

კომენტარები