კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე ინფიცირებულ ორსულებზე: რიგ შემთხვევაში არის დაგვიანებული სტაციონარიზაცია

მე ყოველთვის ვერიდები ხოლმე კონკრეტულად პაციენტებზე საუბარს, ვინაიდან თითოეული პაციენტის ასეთი მძიმე გამოსავალი არის არა მხოლოდ ოჯახის, არამედ მთელი ქვეყნის ტრაგედია. რა თქმა უნდა, გართულებებს ვაკვირდებით სამედიცინო და სტატისტიკურ ჭრილში. ჩართული არის გინეკოლოგთა ასოციაცია, რათა მათ დადონ ის კონკრეტული დასკვნები, რაც არის გარკვეული მიზეზი იმის, თუ რატომ გვაქვს ბოლო პერიოდში გახშირებული ლეტალური შემთხვევები ორსულების კომპონენტში. 

აქვე აუცილებლად უნდა დავძინოთ, რომ რიგ შემთხვევაში არის დაგვიანებული სტაციონარიზაცია. გუშინ, მაგალითად, სამეგრელოდან ერთ-ერთი ორსულის საავადმყოფოში გადმოყვანა იქნა საჭირო, თუმცა, ამ ორსულს დარეკილი არ ჰქონდა 112-ზე, მაგრამ, სამაგიეროდ, პოსტი ედო Facebook-ზე. კარგია, რომ ჩვენი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური აკვირდება ყველა იმ ჯგუფს, რომელიც აქტიურია Facebook-ზე.

ამბობს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე კორონავირუსით ინფიცირებული ორსულებისა და მელოგინეების გარდაცვალებაზე საუბრისას. 

დღეს, 27 აგვისტოს ბოკერიას კლინიკაში 19 წლის ინფიცირებული პაციენტი მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა. 25 აგვისტოს მშობიარობიდან მე-3 დღეს 26 წლის ქალი COVID-19-ით გარდაიცვალა. 18 აგვისტოს COVID-19-ს 7 თვის ორსულის სიცოცხლე ემსხვერპლა, 19 აგვისტოს კი მელოგინე ქალის - მას კორონავირუსი 8 თვის ორსულს დაუდასტურდა. 

კომენტარები