კრიმინალი

თბილისში, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსგენდერი ქალი დაჭრეს

თბილისში, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსგენდერი ქალი დაჭრეს. 

"ავტომობილიდან იყო სროლა, ტრანსგენდერი ქალის მიმართ განხორციელდა სროლა, რომელსაც მოჰყვა ტრანსფობიური შეძახილები. მე მაქვს ვარაუდი, რომ ეს ყველაფერი უკავშირდება 5 ივლისის მოვლენებს. რამდენიმე ადამიანი იყო - ახალგაზრდა მამაკაცი, 25-30 წლამდე. არ ვიცი, რა იარაღი იყო, მაგრამ სისხლი მოსდიოდა ნიკაპიდან და ზურგის არიდან.  

სასწრაფოში დავრეკეთ და სასწრაფომ პოლიცია გამოიძახა, ჩვენ პოლიციაში არ ვრეკავთ ხოლმე, დიდად არ მოქმედებენ". - ამბობს თვითმხილველი ფორმულასთან საუბარში. 

მომხდარზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. უწყებაში დამატებით კითხვებს არ პასუხობენ. 

კომენტარები