კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 73 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 4 031 ახალი შემთხვევა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 73 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 42 744 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 4 031  შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 4 585 ადამიანი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 10.40%-ია. 

4 031 ახალი შემთხვევიდან თბილისში 1 639 დადასტურდა, იმერეთში - 493, აჭარაში - 449, კახეთში - 343, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 294, ქვემო ქართლში - 247, შიდა ქართლში - 222, გურიაში - 127, სამცხე-ჯავახეთში - 100, მცხეთა მთიანეთში - 83.  

27 აგვისტოს დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 536 202 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 473 502 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 7 101 კი გარდაიცვალა. საქართველოში კორონავირუსის 55 573 აქტიური შემთხვევაა. 

1 584 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის, თბილისში 669 მკურნალობს, აჭარაში - 161, იმერეთში - 343. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 369 პაციენტია,  მათგან თბილისში - 213, აჭარაში - 40, იმერეთში - 27.

კომენტარები