ელიავას ბაზრობა

კალაძე: ელიავას ბაზრობა სერიოზული პრობლემაა, მისი ასე დატოვება კატეგორიულად მიუღებელია

აღნიშნული ობიექტი [ელიავას ბაზრობა] მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზონას წარმოადგენს. თუმცა მისი არსებული მდგომარეობა, ვიზუალი და ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად ჩამორჩება დღევანდელ თბილისს და სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, როგორც იქ მომუშავე ადამიანების, ისე ქალაქში მცხოვრები ადამიანებისთვის.
არავის მოსწონს ელიავას ბაზრობის არსებული მდგომარეობა. შესაბამისად, იმ ტერიტორიის ისე დატოვება კატეგორიულად მიუღებელია. 

ჩვენ მოლაპარაკებები ვაწარმოვეთ ტერიტორიის ყველა მესაკუთრესთან და ბაზრობის განვითარების ერთიანი პროექტი იქნა შემუშავებული. მერიის გეგმარების საფუძველზე ისინი თავად განახორციელებენ ტერიტორიის განვითარებას. 

შეთანხმება შედგა, როგორ მოხდება ამ ტერიტორიის განვითარება. პროექტი, რომელსაც საბოლოოდ შევიმუშავებთ, გაითვალისწინებს ქალაქის, მესაკუთრეებისა და იქ მომუშავე ადამიანების ინტერესებს. დარწმუნებული ვარ, რომ არც იმ ადამიანებს მოსწონთ იმ პირობებში მუშაობა.

თქვა ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ.

კომენტარები