კორონავირუსი საქართველოში

გაბუნია: ზუსტად უნდა დავიცვათ არჩევნების უსაფრთხოებისთვის შემუშავებული რეკომენდაციები

ჯანდაცვის სექტორში არჩევნებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია ორი ძირითადი ფაქტორის გათვალისწინება. ერთი, რომ არჩევნები ბუნებრივად უკავშირდება მეტ მობილობას და ამას რისკებიც ზრდაც მოყვება, და მეორე, ზედმიწევნით ზუსტად დავიცვათ ის რეკომენდაციები, რაც სპეციალურად არჩევნების უსაფრთხოებისთვის არის შემუშავებული.

დღეს ვმუშაობთ ცესკოსთან იმისთვის, რომ ვაქცინაციის პროცესი იყოს აქტიური არჩევნებში მონაწილე პირებისთვის, ასევე რეკომენდაციების დაცვის გარანტია გვქონდეს, ჯერჯერობით, ამის იქით რაიმე განსაკუთრებული რეკომენდაციები არჩევნებთან მიმართებით ჯანდაცვის სექტორს არ გაუკეთებია, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს მიმდინარე პროცესია და გამომდინარე იქიდან, თუ რა საჭიროება დადგება, შესაძლებელია ამაზე დამატებით გავიაროთ კონსულტაციები და ვიმსჯელოთ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია კითხვაზე, რა რეკომენდაციები აქვს ჯანდაცვის სექტორს არჩევნებთან დაკავშირებით.

კომენტარები