უკრაინა

უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს ე.წ "ზელიონკა" შეასხეს

პეტრო პოროშენკო
Kievvlast

უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს და უმაღლესი რადის დეპუტატს, პეტრო პოროშენკოს კიევის ცენტრში თავს დაესხნენ და ე.წ "ზელიონკა" შეასხეს. ინციდენტი უკრაინის დამოუკიდებლობის 30-წლისთავთან დაკავშირებული მარშის შემდეგ მოხდა. თავდამსხმელი მალევე დააკავეს. 

პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელი 1999 წელს დაბადებული კაცია ჩერნიგოვის ოლქიდან. დაკავებულის წინააღმდეგ ხულიგნობისთვის სისხლის სამართლის საქმე აღძრეს.

ინციდენტის შემდეგ პოროშენკო მხარდამჭერებთან გამოვიდა და თქვა, რომ თავდასხმასთან უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკია დაკავშირებული.

"არ მინდოდა ამის თქმა, მაგრამ იძულებული ვარ, ვთქვა. ვოლოდიმირ ალექსანდროვიჩ, მესმის, რომ გეშინიათ. მესმის, რომ თქვენ მოხალისეების, სამხედროების და ნამდვილი პატრიოტების პუტინზე მეტად გეშინიათ. ნუ შეეცდებით ჩვენს შეჩერებას, თქვენი მწვანე ცინგლით". – თქვა პოროშენკომ. 

კომენტარები