კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: რესტორნების 22:00-ზე დაკეტვაზე არ იყოს ალიაქოთი, არ გვინდა ტაშ-ფანდური

ხვალიდან, 22:00 საათზე უნდა დაიკეტოს რესტორნები. არ იყოს ამაზე დიდი ალიაქოთი, რატომ 22:00 საათზე. სიმღერა, ტაშ-ფანდური და ა.შ. არ გვინდა, შევიკავოთ ცოტა ხანს თავი, შევიკავოთ დიდი შეკრებებისგან, ვატაროთ პირბადე და ყველა წავიდეთ, ავიცრათ.

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ტელეკომპანია პირველთან ინტერვიუში. ხვალიდან, 25 აგვისტოდან, რესტორნები 23:00 საათის ნაცვლად 22:00-ზე დაიხურება. 

კომენტარები