კორონავირუსი საქართველოში

ცერცვაძე: იმას კი არ უნდა ვამბობდეთ, რომ 6 891 მოგვიკვდა, იმას, რომ ერთი ამდენი გადავარჩინეთ

[...] საქართველოში COVID-ის კლინიკური მართვა (და არა მთლიანად პანდემიის მართვა) უკეთ ხდება, ვიდრე ამერიკასა და ევროპის ბევრ ქვეყანაში. ხოლო რაც შეეხება ლანძღვას, ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს ჩემს სიმართლეს. ხომ იცით ცნობილი გამოთქმა "იუპიტერო, შენ ცხარობ, ესე იგი, არ ხარ მართალი" (Iuppiter iratus ergo nefas). 

[...] მე COVID-19-ის კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელი ვარ და მაქვს მკაფიოდ განსაზღვრული ფუნქცია - პაციენტთა ნაკადების კლინიკური მართვა და პაციენტების მკურნალობა, მოვლა და გადარჩენა და ამას, მოსწონს ეს ვინმეს თუ არა, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო და კლინიკური სექტორი ძალიან კარგად აკეთებს, უკეთესად, ვიდრე უცხოეთის ბევრ ქვეყანაში და ეს ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია და აი რატომ - ჩვენ რომ ისეთივე CFR გვქონდეს, როგორც მაგ. გერმანიას ან ბრიტანეთს, მაშინ 6891 გარდაცვლილი კი არ გვეყოლებოდა (რაც თავისთავად საქართველოსთვის ბევრია), არამედ შესაბამისად, 12448 და 10565. ანუ თუ ვინმეს სიმართლე და ობიექტურობა მართლა ინტერესებს, მაშინ იმას კი არ უნდა ვამბობდეთ, რომ საქართველოში 6891 ავადმყოფი მოგვიკვდა, არამედ იმას, რომ მინიმუმ ერთი ამდენი სიკვდილს გადავარჩინეთ.

წერს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე.  24 აგვისტოს დილის მონაცემებით, 24 საათში კორონავირუსით კიდევ 60 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში COVID-19-ით 6 891 პაციენტია გარდაცვლილი.

კომენტარები