კორონავირუსი საქართველოში

გაბუნია: ტრანსპორტის შეზღუდვა კონტროლში დაგვეხმარა, სტაბილიზაციის მცირე ნიშნებს ვხედავთ

ტრანსპორტის შეზღუდვა, რა თქმა უნდა, დაეხმარა ეპიდემიის კონტროლს. ამ შემთხვევაში, ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ არის სტაბილიზაციის მცირედი ნიშნები. ახლა ძალიან ადრეა ჯერ იმაზე საუბარი, რამდენად მოხდება ამის შენარჩუნება, მაგრამ, მოგეხსენებათ, მობილობის ნებისმიერი კლება უფრო მეტ შესაძლებლობას იძლევა, რომ ვაკონტროლოთ მდგომარეობა. 

იგივე მოლოდინი გვაქვს დღევანდელ შეზღუდვებთან დაკავშირებით - რესტორანი არის გარემო, სადაც აქტიურად ხდება ინფექციის გავრცელება, ეს ვიცით, გამოვიარეთ უკვე ეს გზა. ამდენად იქ ყოფნის პერიოდის შემცირება და მეტი კონტროლი ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. 

ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია. საქართველოში 4 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია. დღეს, 24 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილებით, ქვეყანაში რესტორნები 22:00 საათამდე იმუშავებს. 

24 აგვისტოს დილის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსით კიდევ 60 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა ინფიცირების 5 924 ახალი შემთხვევა. 

კომენტარები