კორონავირუსი საქართველოში

კვების ობიექტები 23:00 საათის ნაცვლად 22:00-ზე დაიხურება

luxuryresortphotography.com

ხვალიდან, 25 აგვისტოდან, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კვების ობიექტები 23:00 საათის ნაცვლად 22:00-ზე დაიხურება.

"ხვალიდან, 25 აგვისტოდან,  კვების ობიექტების მუშაობა 23:00 საათის ნაცვლად, დასაშვები იქნება 22:00 საათამდე, პარალელურად, გაგრძელდება კვების ობიექტებში არსებული რეგულაციების მკაცრი კონტროლი". – ამბობს უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსი, გიორგი ღიბრაძე.

ამასთან ერთად, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. შეზღუდვა საქალაქთაშორისო ტრანსპორტს არ ეხება. 

რა დანარჩენი შეზღუდვები წესდება 3 კვირის განმავლობაში, ვრცლად ნახეთ აქ

კომენტარები