საქართველოში კორონავირუსით კიდევ 60 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 47 288 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 5 924 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 4 777 პაციენტი.
დღიური დადებითობა 12.53%-ია, ბოლო 7 დღის მაჩვენებელი - 10.72%-ია, 14 დღის - 10.93%.
5 924 ახალი შემთხვევიდან თბილისში 2 302 დადასტურდა, აჭარაში - 629, იმერეთში - 803, ქვემო ქართლში - 376, შიდა ქართლში - 381, გურიაში - 157, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 412, კახეთში - 537, მცხეთა-მთიანეთში - 165, სამცხე-ჯავახეთში -77, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 85.
24 აგვისტოს დილის მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირების 523 022 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 458 265 გამოჯანმრთელდა, 6 891 კი გარდაიცვალა. ქვეყანაში ინფიცირების 57 840 აქტიური შემთხვევაა.
1 568 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის, თბილისში 631 მკურნალობს, აჭარაში - 166, იმერეთში - 344. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 376 პაციენტია, მათგან თბილისში - 221, აჭარაში - 43, იმერეთში - 24.

![კობახიძე: რაღაც მომენტში [EU-ში] ვიღაცამ უნდა დაინახოს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2025/03/image_2025-03-04_174301289.png.jpg?itok=rDYMsiDc)



