რეკლამა

(რ) აჭარაბეთის საპატიო ელჩი ირმა ხეცურიანი პარალიმპიადაზე მედლისთვის იბრძოლებს 

აჭარაბეთის საპატიო ელჩი ირმა ხეცურიანი, რომელიც არის ორგზის მსოფლიო ჩემპიონი, 18-გზის მსოფლიო თასის მფლობელი და ევროპის ვიცეჩემპიონი, ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე იასპარეზებს, რომელიც 24 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება.

25 აგვისტოს, ტოკიოს პარალიმპიური თამაშების პირველივე დღეს, მედლებისთვის პარამოფარიკავე ქალები იბრძოლებენ. ირმა ხეცურიანი, როგორც მსოფლიო კვალიფიკაციის პირველი ნომერი ( B კატეგორია) პირველივე დღეს იასპარეზებს ხმლით ფარიკაობაში, ხოლო 28 აგვისტოს რაპირით ფარიკაობაში მიიღებს მონაწილეობას. საბოლოო გუნდური შეჯიბრი 29 აგვისტოს გაიმართება და ქალთა ნაკრები ფარიკაობაში რაპირით იასპარეზებს.

"საომარი განწყობა მაქვს და მაქსიმალურად დავიხარჯები პარალიმპიადაზე, მშვიდი და თავდაჯერებული უნდა შევიდე ბრძოლის ველზე და იქ უნდა ვიომო ცივი გონებით და სუპერ კონცენტრირებულმა“. - განაცხადა ირმა ხეცურიანმა.

"აჭარაბეთისთვის მნიშვნელოვანი მიმართულებაა სწორედ ქართველი სპორტსმენების მხარდაჭერა. კომპანია მუდმივად ცდილობს, გაზარდოს ქართველი სპორტსმენების ცნობადობა, მისცეს მათ შესაძლებლობა, გამოავლინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი და იასპარეზონ მნიშვნელოვან შეჯიბრებსა თუ ტურნირებში" - აცხადებენ კომპანიაში.

კომენტარები