ვალუტის კურსი

ლარი დოლარის მიმართ გამყარდა

23 აგვისტოს ბოლოსთვის ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 3.1180 ლარია, ევროსი კი – 3.6543 ლარი.

ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. 23 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებით 0.77 თეთრით გამყარდა. კურსი, რომელიც დღემდე მოქმედებდა, 3.1257 ლარი იყო.

მეორე მხრივ, ლარი გაუფასურდა ევროს მიმართ, რომლის ოფიციალური გაცვლითი კურსი 23 აგვისტოს ბოლოსთვის 3.6543 ლარია, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6514 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარი ევროს მიმართ ზუსტად 0.29 თეთრით გაუფასურდა.

რაც შეეხება სხვა ვალუტებს, 1 თურქული ლირის კურსი 0.3684 ლარს შეადგენს, ხოლო 1 ბრიტანული ფუნტი 4.2629 ლარი ღირს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში 24 აგვისტოდან შევა.

კომენტარები