კორონავირუსი საქართველოში

გაბუნია: დღიურად საშუალოდ 25 000 აცრა ეპიდემიის გარდატეხისთვის საკმარისი არაა, მიზანია 35-40 ათასი

დღიურად ჩვენ ახლა ვართ, საშუალოდ, 25 000 აცრაზე, რაც არაა საკმარისი იმისთვის, რომ ტემპი საკმარისი იყოს მიმდინარე ეპიდემიის გარდატეხისთვის. ამდენად, ჩვენი მიზანია 35-40 ათასი აცრა შესრულდეს დღის განმავლობაში, იმისთვის, რომ ვაქცინაციის ფონზე იმუნური ფენა შეიქმნას უფრო სწრაფად.

დღეს უკვე ძალიან ბევრია აქტიური შემთხვევა, ნაწილი იმართება ბინაზე, ოჯახის ექიმების აქტიურობა მაღალია და კიდევ უფრო დეცენტრალიზაციას ვფიქრობთ, რომ ყველა ოჯახის ექიმი ჩაერთოს მასთან მიმაგრებული პაციენტების ბინაზე მართვაში, რადგან ესაა დღეს მთავარი გზა იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ჰოსპიტალიზაცია და პაციენტის მდგომარეობის დამძიმება ბინაზე.

ამბობს ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, თამარ გაბუნია. ქვეყანაში ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 56 753-ია. ვაქცინაციის დაწყებიდან დღემდე 979 813 მოქალაქე აიცრა, მათგან სრულად ვაქცინირებულია 294 365.

კომენტარები