კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: ეპიდსიტუაცია ძალიან მძიმეა, ჯანდაცვის სექტორი დაძაბულობის ზედა ზღვარზე მუშაობს

ეპიდსიტუაცია საკმაოდ რთულია ქვეყანაში და ძალიან მძიმე. ჯანდაცვის სექტორი დაძაბულობის ზედა ზღვარზე მუშაობს [...] ორი მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა - ერთი, რომ მაქსიმალურად აღსრულდეს ყველა ის რეკომენდაცია და რეგულაცია, რაც დაწესებულია. ვაქცინაც არის და გამტარუნარიანობა არის ქვეყანაში ვაქცინაციის, რომ დღეში დაახლოებით 40 ათასი აცრა ვაკეთოთ, მაშინ უფრო სწრაფი ტემპით შევაკავებთ ინფექციას. 

საშუალოდ, თუ წელიწად-ნახევრის მონაცემებს აიღებთ, ინციდენტობით, ანუ 100 ათას მოსახლეზე, 20-30-ეულში ვართ, სიკვდილიანობითაც სადღაც პირველ 30-40-ეულში ვართ, მაგრამ, თუ ავიღებთ ბოლო ერთი და ორი კვირის მონაცემებს, როგორც მსოფლიო, ისე ევროპის პირველ სამეულში ვართ. მთავარია, რომ სკოლის პედაგოგები და პერსონალის 80% მაინც იყოს აცრილი. მაშინ, შეიძლება, ვისაუბროთ სკოლებში დასწრებული სწავლის აღდგენაზე.

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე იმედთან ინტერვიუში.  

22 აგვისტოს დილის მონაცემებით, ქვეყანაში 24 საათში კორონავირუსით კიდევ 48 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა ინფიცირების 3 803 ახალი შემთხვევა. 

კომენტარები