კორონავირუსი საქართველოში

ომბუდსმენი ეპიდვითარებაზე: ასე იქნება, სანამ პოლიტიკოსებს პირადი ინტერესები ამოძრავებთ

სახალხო დამცველი

"ასე იქნება ყველა სფეროში, სანამ უცოდინარი პოლიტიკოსები პირადი ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებენ და სანამ დამოუკიდებელი ინსტიტუტები იქნებიან მათთვის თვალებში შემციცინე პოზაში". - სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია წერს, რომ დღევანდელი ეპიდვითარება უცოდინარი პოლიტიკოსების არაგონივრული ქმედებებიდან გამომდინარეობს, ვინაიდან ისინი პირადი ინტერესების მიხედვით მოქმედებდნენ, მათ შორის, მთავრობა აცრების პოპულარიზაციის აქტიური კამპანიის წარმოებაზე უარს ამბობდა ანტივაქსერების მრავალრიცხოვანი ჯგუფის მხარდაჭერის დაკარგვის შიშით. დამოუკიდებელი ინსტიტუტები კი მათი გავლენის ქვეშ მოექცნენ.

"არ არის სიმართლე, რომ ხელისუფლებას არ ჰქონია კოვიდის მართვის პოლიტიკა - მას ჰქონდა პოლიტიკა და ეს პოლიტიკა გულისხმობდა: ა. საზოგადოების ჯანმრთელობის და მრავალი ადამიანის სიცოცხლის რისკის ხარჯზე ეკონომიკური ზრდის მიღწევას; ბ. კანონდამრღვევი მოქალაქეების წინასაარჩევნოდ გულის მოგებას პირბადეების ტარების ვალდებულების გაუქმებისა და ჯარიმების ჩამოწერის გზით; გ. აცრების პოპულარიზაციის აქტიური კამპანიის წარმოებაზე უარის თქმას ანტივაქსერების მრავალრიცხოვანი ჯგუფის მხარდაჭერის დაკარგვის შიშით. ოპოზიციის პოლიტიკა იყო, ეთქვა ყველაფერი იმის საწინააღმდეგო, რასაც ხელისუფლება გააკეთებდა. ხოლო წესით დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელსაც საზოგადოებრივი ჯანდაცვა აბარია, მოექცა პოლიტიკური ზეგავლენის ქვეშ და ვერც წინააღმდეგობის გაწევის თავი აღმოაჩნდა. ამიტომ ვართ დღეს ყველაზე მგლოვიარე და დაზარალებული ქვეყანა... 74 ადამიანი დავკარგეთ მხოლოდ 1 დღეში". - წერს ომბუდსმენი.

დღეს, 21 აგვისტოს, COVID-19-ით კიდევ 74 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 4 901 შემთხვევა, დღიური დადებითობა 10.52%-ია.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსით ოფიციალურად დაინფიცირდა 510 941 ადამიანი, მათგან გარდაიცვალა 6 723 და გამოჯანმრთელდა 442 956 პირი. 

კომენტარები