კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: თუ სკოლაში პერსონალის 80% აიცრება, შესაძლებელია, დაიწყოს დასწრებული სწავლა

უსაფრთხო სკოლებს ჩვენ ვუწოდებთ სკოლებს იმ შემთხვევაში, თუ იქ 80% მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის, ვინც სკოლაში მუშაობს და ბავშვებთან შეხება აქვს, აცრილი იქნება. ამიტომ, რა თქმა უნდა, იქ, სადაც 80% იქნება აცრილი, შესაძლებელია და პირიქით, უნდა წავახალისოთ, რომ იქ დაიწყოს დასწრებული სწავლება. 

თუ ეპიდსიტუაცია ისეთი იქნება, როგორიც დღეს არის, რა თქმა უნდა, დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვერ გასცემს სწავლის დაწყების რეკომენდაციას.

თქვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები