კორონავირუსი საქართველოში

ოზურგეთის კლინიკის მთავარი ექიმი: მთავრობამ დააგვიანა ყველაფერი, იკვეთება მათი დანაშაული

tvpirveli.ge

ოზურგეთის საავადმყოფოს რეანიმაციის მთავარი ექიმი, ლევან გოგუაძე ქვეყანაში გაუარესებულ ეპიდვითარებაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. 

"მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე, ზოგადი სურათი საქართველოში კატასტროფულია. ჩვენ უკვე პაციენტების მიღება აღარ შეგვიძლია უადგილობის გამო. დაგვიანდა ყველაფერი, დაგვიანდა ვაქცინაცია. აქ პირდაპირ იკვეთება მთავრობის დანაშაული. ეს პირდაპირ შემიძლია, გითხრათ. ხელისუფლებამ დააგვიანა ვაქცინაცია, არ ჩაატარა მოსახლეობის ინფორმირება, მოსახლეობა დაბნეულია". - ეუბნება გოგუაძე TV პირველს.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 58 ადამიანი გარდაიცვალა, ჩატარდა 49 468 ტესტი და დადასტურდა 4 921 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 4 471 პაციენტი.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირდა 501 297 ადამიანი, მათგან გარდაიცვალა 6 590 და გამოჯანმრთელდა 436 977 პირი.

კომენტარები