კორონავირუსი საქართველოში

გაბუნია: როცა სწავლის თარიღი მოახლოვდება, ვიმსჯელებთ, როგორ გაგრძელდება სასწავლო პროცესი

სასკოლო პროცესის დაწყებაზე ადრეა საუბარი, რადგან ყველაფერი დამოკიდებული იქნება ეპიდემიის სურათზე. დღევანდელი ეპიდვითარება იმდენად მძიმეა, ახლა სასწავლო პროცესი რომ მიმდინარეობდეს, ჩვენ მოგვიწევდა საუბარი იმაზე, რომ სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმზე გადაგვეტანა, მაგრამ სამომავლოდ როგორ განვითარდება მოვლენები და იმ დროისთვის, როდესაც სწავლის დაწყების თარიღი მოახლოვდება, რა თქმა უნდა, თავიდან ვიმსჯელებთ ამ ყველაფერზე და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას.

ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია. 

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 58 ადამიანი გარდაიცვალა, ჩატარდა 49 468 ტესტი და დადასტურდა 4 921 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 4 471 პაციენტი.

კომენტარები