ამინდის პროგნოზი

როგორი ამინდი იქნება 23 აგვისტომდე – გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 17-19 აგვისტოს საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +28, +33 გრადუსი იქნება. 

20 აგვისტოს დასავლეთ საქართველოში იწვიმებს და შედარებით აგრილდება. 21-22 აგვისტოს ზოგან გამოიდარებს, ჰაერის ტემპერატურა +24, +29 გრადუსი იქნება.

"აღმოსავლეთ საქართველოში 20 აგვისტოს სითბოს ფონზე (+29, +34 გრადუსი) ზოგან იწვიმებს, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. 21-22 აგვისტოს მცირე წვიმა შესაძლებელია მხოლოდ ცალკეულ რაიონში. თბილისში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა, ჰაერის ტემპერატურა +32, +34 გრადუსი იქნება". – აცხადებს გარემოს სააგენტო. 

კომენტარები