კორონავირუსი საქართველოში

დიღმის ოლიმპიურ სოფელში საველე ჰოსპიტალი ეწყობა

IPN

დიღმის ოლიმპიური სოფლის ერთ-ერთ დარბაზში კორონავირუსით ინფიცირებული მოქალაქეებისთვის საველე ჰოსპიტალი ეწყობა. სივრცის მზადების კადრების გავრცელების შემდეგ ეს ინფორმაცია ტაბულას ჯანდაცვის სამინისტროშიც დაუდასტურეს.

ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის განთავსდებიან პაციენტები საველე ჰოსპიტალში. სამინისტროს ინფორმაციით, დამატებით დეტალებზე მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ხვალ, 16 აგვისტოს, ისაუბრებს. 

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 35 ადამიანი გარდაიცვალა. ჩატარდა 34 074 ტესტი და დადასტურდა 4 314 შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 4 519 პაციენტი. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირდა 481 578 ადამიანი, მათგან გარდაიცვალა 6 406 და გამოჯანმრთელდა 421 532 პირი.

ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 53 614-ია, საიდანაც 6 841 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 3 110, აჭარაში – 903, იმერეთში – 973.

კომენტარები