ვაქცინაცია

კულუმბეგოვი: ადამიანების მესამე დოზით აცრა, სავარაუდოდ, ოქტომბრიდან დაიწყება

ბუსტერის[ვაქცინის მესამე დოზის] საკითხი, როგორც ჩანს, ყველა ვაქცინას დაუდგება. დღეს ვიცით, რომ იმავე FDI-მ ფაიზერის მესამე ბუსტერი მხოლოდ იმუნოკომპრომეტირებული და ორგანოგადანერგილი ადამიანებისთვის დაუშვა. რაც შეეხება ჩვენთან ავადობის მონიტორინგს, ადამიანებში, რომელთაც აქვთ სინოფარმი ან სინოვაკი გაკეთებული, არ ვლინდება რაიმე დრამატული ზრდა ან ჰოსპიტალიზაციაში ან სიკვდილიანობაში, ამიტომ, ბუნებრივია, ახლა საჭიროება [მესამე დოზით აცრის] არ არის, საზოგადოებას უბრალოდ შიში აქვს შინაგანი. თუმცა, [ბოლო დოზიდან] 5-6 თვის შემდგომ, და ეს არის სექტემბრის ბოლო, ოქტომბერი, ალბათ ეგ საკითხი დადგება, მათ აუცილებლად მოუწევთ მესამე დოზა, ან იმავე, ან სხვა ვაქცინას შევთავაზებთ და ეს საკითხი პოზიტიურად გადაწყდება. 

ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა კომენტარი გააკეთა ვაქცინაციის შესახებ ტვ ფორმულას პირდაპირ ეთერში.

კომენტარები