კორონავირუსი საქართველოში

იმნაძე: ძალიან მძიმე სიტუაციაა, დაახლოებით, ყოველი 50-ე, მე–60 ჩვენი თანამოქალაქე ინფიცირებულია

სიტუაცია ასეც და ისეც დრამატულია. დღეს ჩვენ გვაქვს აბსოლუტური რეკორდი ერთდროულად ინფიცირებულთა მაჩვენებლის. 50 000 ადამიანია ქვეყანაში დაინფიცირებული. თუ გავითვალისწინებთ, რომ დადებითობის მაჩვენებელი 10%-ა, ეს იმას ნიშნავს, რომ ნაწილი ადამიანების, 20-25 პროცენტით მეტია, რომელიც ჩვენ ჯერ არ ვიცით, რომ ინფიცირებულია. აქედან გამომდინარე, თუ გადავიანგარიშებთ, გამოვა, რომ დღეს დაახლოებით, ყოველი 50-ე და მე-60 ჩვენი თანამოქალაქე ინფიცირებულია. ესაა რეალობა, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე სიტუაციაა.

გუშინ უკვე ვთქვი და შესადარებლად, თუ 100 000 მოსახლეზე გადავითვლით, ეს დაახლოებით 5-ჯერ უფრო მძიმე სიტუაციაა, რაც ინდოეთში იყო, ყველას გვახსოვს კადრები, რა ხდებოდა ამ დროს. ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ჯერ კიდევ უძლებს. მაგრამ, ის შეზღუდვები, რომელიც გუშინ დაანონსდა და ძალაში ხვალ შევა, იმიტომ არის, რომ ყველაფერს აქვს თავის საზღვარი, არის რაღაც, ჯანდაცვის სისტემის შესაძლებლობები, რასაც უბრალოდ არ ეყოფა არავითარი რესურსი, პირველ რიგში ვლაპარაკობ ადამიანურ რესურსზე.

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე ვებინარზე ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციის შესახებ.

კომენტარები