NDI-ის კვლევა

NDI-ს კვლევა: ევროკავშირში გაწევრიანებას მოსახლეობის 76% ემხრობა, ნატოში – 74%

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 76% ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს, ნატოში გაწევრიანებას 74 პროცენტი ემხრობა.

კვლევის მიხედვით, 11%-ისთვის მიუღებელია ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება. ასევე 11% არ ემხრობა, გახდეს საქართველო ნატოს წევრი.

საველე სამუშაოები 13-25 ივლისს სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი გზით – შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. კვლევაში გამოყენებულია 2 016 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.3% -ია, თუმცა, NDI აღნიშნავს, რომ ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა კითხვის მიხედვით. ორგანიზაციის ცნობით, ახალი მონაცემების კვლევის წინა ტალღებთან შედარებისას გასათვალისწინებელია, რომ ინტერვიუს მეთოდის ცვლილება შესაძლოა ცდომილებაზე აისახოს.

სატელეფონო გამოკითხვები NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველომ ჩაატარა.

კომენტარები