მხედვარი

პოლონეთში მხედვართა სკოლა გაიხსნა

The Gamer

პოლონეთში მხედვართა სკოლა მოსწავლეებს ახლა უკვე ოფიციალურად იღებს. 

ბოლო 6 წელია, ანჯეი საპკოვსკის წიგნის 2000 თაყვანისმცემელი 52 ქვეყნიდან ერთ-ერთ სასახლეში იკრიბება, რათა ლეგენდად ქცეული ფენტეზის ჟანრის წიგნების სერია გააცოცხლონ. ენთუზიასტებს თამაშ The Withcer-ის შემქმნელი კომპანია, CD Projekt Red შეუერთდა და ერთობლივი ძალებით სამოყვარულო წამოწყება დღეიდან უკვე ლიცენზირებული ისტორიული ატრაქციონია.

სკოლის მოსწავლეები გაივლიან 3-დღიან კურსს, რომელიც ვარჯიშს, ცივი იარაღით ბრძოლას, მაგიური შელოცვების დასწავლას მოიცავს. ბოლო დღეს კურსდამთავრებულები მონსტრებსაც(მონსტრებად გადაცმულ მსახიობებს) კი შეებრძოლებიან. 

მხედვარი ფენტეზის ჟანრის წიგნების სერიაა, რომელიც პოლონელ ავტორს, ანჯეი საპკოვსკის ეკუთვნის. პირველი წიგნი 1992 წელს გამოვიდა. საყოველთაო პოპულარობა ფრენჩაიზს თამაშების სერიამ და მოგვიანებით Netflix-ის სერიალმა მოუტანა. შოუს მეორე სეზონი მიმდინარე წლის დეკემბერში გამოვა.

კომენტარები