კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 49 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 5 128 შემთხვევა, დღიური დადებითობა 10.43%-ია

VERGE

საქართველოში ახალი კორონავირუსით კიდევ 49 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათში ჩატარდა 49 189 ტესტი და დადასტურდა 5 128 შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 3 310 პაციენტი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი 10.43%-ია, ბოლო 14 დღის – 9.63%, ხოლო 7 დღის – 10.52%

ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 128 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 2 236 შემთხვევა, აჭარა - 811, იმერეთი - 537, ქვემო ქართლი - 246, შიდა ქართლი - 280, გურია - 106, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 287, კახეთი - 398, მცხეთა-მთიანეთი -101, სამცხე-ჯავახეთი - 102, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 24.

ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 47 601, საიდანაც 6 627 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 355 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 311 პირი. 37 686 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

12 აგვისტოს მონაცემებით, ქვეყანაში სულ დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 466 326 შემთხვევა, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსს 6 279 პირი ემსხვერპლა, გამოჯანმრთელდა 412 420 ადამიანი.

კომენტარები