აცრის წახალისება

ატელიე MN: აცრილ მოქალაქეებს სრულ კოლექციაზე 19%-იან ფასდაკლებას ვთავაზობთ

ქართული სამკერვალო ატელიე MN ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციის კამპანიაში ერთვება და აცრილ მომხმარებელს სრულ კოლექციაზე 19%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. 

კომპანიის ცნობით, გამომდინარე იქიდან, რომ მათთვის პრიორიტეტია მომხმარებელსა და პერსონალზე ზრუნვა, ატელიის დამფუძნებლები და ყველა თანამშრომელი უკვე აცრილია ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით. 

"ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარების დამარცხების ერთადერთი გამოსავალი არის ვაქცინაცია და ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს მომხმარებლებს და მთელ საზოგადოებას აცრისკენ, რაც იქნება წინაპირობა ნორმალური ცხოვრების რეჟიმში დასაბრუნებლად და ქვეყნის მოქალაქეებს მისცემს შანსს ეკონომიკური და სოციალური კრიზისიდან გამოსასვლელად". – წერია განცხადებაში. 

ატელიე MN-ის მსგავსად უკვე არაერთი ქართული ბრენდი, თუ კომპანია ჩართო ვაქცინაციის კამპანიაში. სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე Atsrili.ge იმ კომპანიების ჩამონათვალს იპოვით, რომლებიც აცრილ მომხმარებელს ფასდაკლებებს სთავაზობენ

კომენტარები