აცრის წახალისება

თეთრი სახლი აცრის წასახალისებლად პაემნების ონლაინ პლატფორმებთან თანამშრომლობს

თეთრი სახლი აცრის წასახალისებლად პაემნების ონლაინ პლატფორმებთან Match=თან, Tinder=თან, Bumble-თან და სხვა მსგავს აპლიკაციებთან თანამშრომლობს. 

"სოციალური დისტანცია და პაემანი ყოველთვის გამომწვევი კომბინაცია იყო". - თქვა თეთრი სახლის მრჩეველმა კორონავირუსის საკითხზე, ენდი სლავიტმა

მისი თქმით, პაემნების ერთ-ერთი ვებგვერდის, OkCupid-ის ინფორმაციით, იმ ადამიანებს, რომლებიც აცრის სურვილს ამჟღავნებენ, 14%-ით მაღალი შანსი აქვთ, რომ პარტნიორი იპოვონ. 

"როგორც იქნა, ვიპოვეთ ერთი რამ, რაც უფრო მომხიბვლებებს გვხდის: აცრა". - თქვა მან. 

პაემნების აპლიკაციებზე გაჩნდება აცრის სტატუსის ნიშანი, აცრილებს უფასო წვდომა ექნებათ "ბუსტებზე, სუპერმოწონებებსა და სუპერგადასვლებზე".

აცრის წახალისების მიზნით, მანამდე ბაიდენმა თქვა, რომ Uber-ი და Lyft-ი აშშ-ში ადამიანებს აცრის პუნქტებამდე მისასვლელად უფასო მგზავრობას შესთავაზებს.

ბაიდენს სურს, რომ 4 ივლისისთვის ზრდასრულების 70% აცრილი იყოს, რათა უსაფრთხოდ გახსნან ქვეყანა დამოუკიდებლობის დღეს არახალხმრავალი შეკრებებისთვის. ამ დროისთვის, ზრდასრულების 60%-ს ვაქცინის ერთი დოზა მაინც აქვს გაკეთებული.

კომენტარები