კორონავირუსი საქართველოში

იმნაძე: ოლიმპიური ჩემპიონის შეხვედრაზე ასეთი სუფრა ჩემთვის მიუღებელი იყო

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ამბობს, რომ მისთვის მიუღებელი იყო საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ოლიმპიურ ჩემპიონთან, ლაშა ბექაურთან, შეხვედრისას გამართული სუფრა.

"იცით რა, პრემიერიც ქართველია და ამ ქვეყნის პრემიერია, ეხლა ოლიმპიური ჩემპიონი როცა არის და რაღაცა მართლა იქ…მე მესმის ეს ყველაფერი, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩემთვის ეს მიუღებელი იყო ოლიმპიური ჩემპიონის შეხვედრაზე ასეთი სუფრა, მაქსიმალურად იყვნენ დისტანცირებულები, მაგრამ მაინც ჩემთვის მიუღებელი იყო". – ამბობს პაატა იმნაძე.

 7 აგვისტოს, საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ბექაურის პატივსაცემად გამართულ სუფრაზე იყო, სადაც კოვიდრეგულაციები დაცული არ ყოფილა.  ჟურნალისტების კითხვაზე, გრძნობდა თუ არა თავს უხერხულად ამ ფაქტის გამო, ღარიბაშვილმა უპასუხა: "მერე რა, რომ ვქეიფობდი, დანაშაულია ქეიფი?".

კრიტიკის შემდეგ პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფაიზერით აიცრა

კომენტარები