ირაკლი აბსანძე

აბსანძე: საზოგადოებრივი მაუწყებელი ჩემთან შრომით ურთიერთობას წყვეტს

ირაკლი აბსანძე
საზოგადოებრივი მაწუყებელი

საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის, ირაკლი აბსანძის ინფორმაციით, მას საზოგადოებრივი მაუწყებლიდან აცნობეს, რომ ტელეკომპანია მასთან შრომით ურთიერთობას წყვეტს. ამის შესახებ აბსანძე საკუთარ Facebook გვერდზე წერს.

"ამ არმაგედონში რა დროს ესაა, მაგრამ, წეღან საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შემატყობინა, რომ ჩემთან შრომით ურთიერთობას წყვეტს". – წერს ირაკლი აბსანძე.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი, ირაკლი აბსანძე, 12 ივლისს, ქართული ოცნების ოფისთან გამართულ აქციაზე დააკავეს. ჟურნალისტს დაკავებისას პოლიციამ ხელი მოტეხა. 

მანამდე, 11 ივლისს, აბსანიძე 5 ივლისის ძალადობრივი ქმედებების შესახებ და ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრიფინგს გამოეხმაურა – "შსს – ეს რა იკადრეთ, თქვენი დედა მოვ**ან. თინათინ ბერძენიშვილი, ვიცი, რომ შინაგანაწესს ვარღვევ და მომხსენი ეთერიდან, თუ ტ*კი გაქვს". – ამბობდა ირაკლი აბსანძე.

კომენტარები