ჩვენ განვიხილეთ ძალიან დეტალურად ყველა შესაძლებლობა. კვლავაც ვჯერდებით იმაზე, რომ დარგების ჩაკეტვა, საზღვრების ჩაკეტვა, ტურიზმის შეჩერება, სარესტორნო, სასტუმროს ბიზნესის გაჩერება, ამ ზაფხულის სეზონზე გამოიწვევს ძალიან დიდ დარტყმას ძირითადად ცალკეულ ოჯახებზე, ვინც ჩაბმულია ამ საქმიანობაში, ეს ისეთი დარგებია, რომლებიც ასაქმებს ძალიან ბევრ ადამიანს. ეს დაარტყამს ჩვენს ეკონომიკას, რომელმაც სულ ახლახანს დაიწყო გამოცოცხლება. ეს ხომ ჩვენი ადამიანის დასაქმებაა, ეს ხომ ადამიანების შემოსავლებია. ჩვენს ბიუჯეტს უკვე აღარ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ მეორე, მესამე წელს სუბსიდია განახორციელოს, შეინახოს ოჯახები. ეს წარმოუდგენელია. აქედან გამომდინარე, არის საშუალება დღეს, რომ ეკონომიკამაც იფუნქციონიროს, ყველა აიცრას მაქსიმალურად და შესაბამისად ეს პრობლემაც ასე იქნება გადატეხილი. ამას აკეთებს მთლიანად მსოფლიო და ამას ვაკეთებთ ჩვენ.
კორონავირუსი საქართველოში
თურნავა: დარგების, საზღვრების ჩაკეტვა, ტურიზმის შეჩერება დიდ დარტყმას გამოიწვევს
tbl.ge/5nfp
დაკოპირდა

ამბობს ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა რუსთავი 2-ის ეთერში.
ამავე თემაზე
- ბოლო 1 კვირაში Covid-19-ით საქართველოში 5 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 586 შემთხვევა
- ბოლო 1 კვირაში Covid-19-ით საქართველოში 1 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 602 შემთხვევა
- ბოლო 1 კვირაში Covid-19-ით საქართველოში 8 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 745 შემთხვევა
- იმუნიზაციის საბჭომ 12 წელს ზემოთ მოზარდებში ბუსტერ დოზის გაკეთების რეკომენდაცია გასცა
- COVID 19-ის სტატისტიკა კვირაში ერთხელ გამოქვეყნდება