რუსეთი

რუსეთში ორი ძმა განაჩენის გამოცხადების შემდეგ ფანჯრიდან გადახტა და სასამართლოდან გაიქცა

რუსეთში ორი ძმა განაჩენის გამოცხადების შემდეგ ფანჯრიდან გადახტა და სასამართლოს შენობიდან გაიქცა. ძმებს ლენინგრადის ოლქის პოლიცია ეძებს.

მოსამართლის თანაშემწის განცხადებით, 35 და 40 წლის ძმები სასამართლომ ჯანმრთელობისთვის განზრახ მსუბუქი დაზიანების მიყენებისთვის და მკვლელობის მუქარისთვის დამნაშავედ ცნეს. 35 წლის კაცს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში ერთი წლით, ხოლო მის ძმას 2.5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

განაჩენის გამოცხადების შემდეგ ბრალდებულები ფანჯრიდან გადახტნენ და გაიქცნენ. ლენინგრადის ოლქის პროკურატურა ბრალდებულების გაქცევას ადასტურებს.

კომენტარები