კორონავირუსი საქართველოში

საქართველო 100 000 მოსახლეზე COVID-19-ის გავრცელებით 1-ელ ადგილზეა, სიკვდილიანობით – მე-4

The New York Times-ის მიხედვით, საქართველო 100 000 მოსახლეზე COVID-19-ის გავრცელების მიხედვით, 7 დღის საშუალო მაჩვენებლით, პირველ ადგილზეა, სიკვდილიანობით - მეოთხე. ახალი შემთხვევების დღიური საშუალო მაჩვენებელი საქართველოში 3 758-ია, სიკვდილიანობის - 36.

ამავე გამოცემის მიხედვით, საქართველოში სრულად აცრილია მოსახლეობის 5.3%-ი. 

დღეს, 10 აგვისტოს, საქართველოში ახალი კორონავირუსით კიდევ 54 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათში ჩატარდა 44 536 ტესტი და დადასტურდა 5 697 შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 2 713 პაციენტი.

ამასთან ერთად, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 12,79%-მდე გაიზარდა, ბოლო 14 დღის - 9,09%, ბოლო 7 დღის კი 10,05%-მდე.  

კომენტარები